უვიზო რეჟიმი-მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

05 მარტი 2018, 00:00 994 ნახვა

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.

ექსპერტების და სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს და ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან. კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში