ადგილობრივი თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვა

05 მარტი 2018, 00:00 2035 ნახვა

მეტი ჩართულობა, მეტი რესურსი, მეტი ფინანსები და უფრო დეცენტრალიზებული თვითმმართველობა – ეს მთავრობის სტრატეგიაა. რეფორმის ფარგლებში, თვითმმართველობების გასაძლიერებლად, საქართველოს მთავრობა ამ ძირითადი მიმართულებების განხორციელებას გეგმავს.

იგეგმება მუნიციპალიტეტებისთვის დაფინანსების 4-დან 7%-მდე გაზრდა. რეფორმის ავტორები, უფლებამოსილებიზა და ფინანსური რესურსის ზრდასთან ერთად, მთავარ აქცენტს კომპეტენციისა და გამჭვირვალობის ზრდაზე აკეთებენ.

უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ ადგილობრივ თვითმმართველობებში, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ჯერ-ჯერობით ერთადერთია, რომელმაც ამ მიზეზით რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოს მიმართა.  

ამავე კატეგორიაში