Amnesty International ტატუნაშვილის საქმეზე

06 მარტი 2018, 00:00 1720 ნახვა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ამნისტი ინტერნეიშენელი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.  „რუსეთმა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დეტალური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, ხოლო მისი ცხედარი ოჯახს უნდა დაუბრუნონ რაც შეიძლება მალე“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშულია, რომ „არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის თვითნებურად მოსპობის უფლება". „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, პატიმრობაში მყოფი პირის გარდაცვალება უნდა განიხილებოდეს, როგორც თვითნებური დასჯა და სრულფასოვანი, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აქვთ უფლება ჰყავდეთ წარმომადგენელი, რომელიც ექსპერტიზას დაესწრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში