ქობულეთში ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობის პროცესი ტურისტულ სეზონზე შეჩერდება

06 მარტი 2018, 00:00 2119 ნახვა

ქობულეთში ზღვის სანაპიროზე მიმდინარე ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობის პროცესი ტურისტულ სეზონზე შეჩერდება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით სამუშაოები იმ მიზეზით  შეწყდება, რომ საკურორტო ზოლში სამშენებლო პროცესებმა ტურისტული სეზონი არ შეაფერხოს.

ნათია თხილაიშვილი ირწმუნება, რომ სანაპიროს ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს  გასუფთავდება, მოეწყობა პლაჟზე გადასასვლელები და ჯებირების მშენებლობა სეზონის შემდეგ გაგრძელდება. ნაპირდამცავი კედლის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში უნდა 2 კმ-მდე ჯებირი, სამუშაოებისთვის 8 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

ამავე კატეგორიაში