შუახევში  ფოლკლორული  ექსპედიცია  მუშაობს

06 მარტი 2018, 00:00 2213 ნახვა

ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნამუშევრების დაფიქსირება-საარქივო მასალების შექმნის“ - პროექტის ფარგლებში შუახევის სოფლებში ტრადიციული ნამუშევრების შესწავლა დაიწყო. ექვს წევრიანი  ჯგუფი მოსახლეობაში შემორჩენილ ხალხურ სიმღერებს, ზეპირსიტყვიერებას, ქორეოგრაფიულ ნამუშევრებს, ხალხურ მელექსეებს, ავტორ-მთქმელებს  და ეთნოგრაფიულ მასალებს სწავლობს.

პროექტის მიზანია მოსახლეობაში შემორჩენილი ფოლკლორ-ეთნოგრაფიული ტრადიციების მოძიება და დაარქივება.  საექსპედიციო ჯგუფი მერიის და კულტურის ცენტრის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. ექსპედიცია უკვე ჩატარდა, ფურტიოში, ბუთურაულში, ნენიაში, დაბაძველში. ექსპედიცია მუშაობას აპრილის ბოლომდე გააგრძელებს, რის შემდეგაც მაისში    კვირეულია დაგეგმილი, სადაც ნიმუშების გამოფენა მოეწყობა, ფესტივალის დასკვნით ეტაპზე ერთი გამარჯვებული ოჯახი გამოვლინდება, რომელსაც ყოველთვიურად ერთი წლის განმავლობაში შუახევის მერია დააფინანსებს. 

ამავე კატეგორიაში