ხულოს მუფთის განცხადება

04 ივლისი 2016, 00:00 4547 ნახვა

ხულოს მუსლიმთა მეჯლისი გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 29 ივნისს პრემიერ-მინისტრის მიერ მუსლიმთა პატივსაცემად გამართულ ვახშამზე ხულოს მუფთი მიწვეული არ ყოფილა. ციტატა: ''იმ დროს, როცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა და საქართველოს სხვა რეგიონებიდან მუსლიმთა კომპაქტურად დასახლებული რაიონებიდან, თითქმის ყველა მუფთი იყო მიწვეული. ჩვენ გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხულოს მუფთი, რომელიც ყველგან და ყოველთვის, კონსტიტუციურ ფარგლებში გამოხატავს და იცავს ქართველ მუსლიმთა ინტერესებს, ვიღაცისათვის ანუ აღნიშნული იფთარის ორგანიზატორებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.''--აღნიშნულია გაცხადებაში. მეჯლისი იმედს გამოთქვამს, რომ ორგანიზატორების მხრიდან დაშვებული ''ტექნიკური ხარვეზის'' გამო ვერ მოხვდა გურამ აბაშიძე პრემიერ-მინისტრთან ვახშამზე.

ამავე კატეგორიაში