ნაპირსამაგრი სამუშაოები-ოპოზიციის ბრალდება

06 მარტი 2018, 00:00 1875 ნახვა

 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის  განცხადების მიუხედავად  ქობულეთის საკრებულოს  ოპოზიციონერი დეპუტატი  სამუშაოების ნელ ტემპს აპროტესტებს. ბონდო თედორაძის  თქმით, გადათხრილი სანაპირო მოსახლეობას დააზარალებს. ქობულეთის მერი აცხადებს, რომ  სამუშაოების ტემპით კმაყოფილი არ არის, თუმცა პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელთანაც მოლაპარაკებები და კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა გამოიძებნოს გზები რომ ტურისტულ სეზონს პრობლემები არ შეექმნას.

ამავე კატეგორიაში