ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში პირველი მოსმენით დამტკიცდა

06 მარტი 2018, 00:00 1966 ნახვა

უმაღლესმა საბჭომ აჭარის კონსტიტუციის პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ამჯერად არაფერი შეცვლილა, შესაძლო ცვლილებებს აანონსებენ მეორე მოსმენისთვის. ძირითადად საკამათო საარჩევნო სისტემაა.

საგაზაფხულო სესია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად დატოვა, კიდევ ერთი დეპუტატი, ამჯერად დამოუკიდებელი, თუმცა “ევროპული საქართველოს” წევრი კი აცხადებს რომ ცვლილებებით რეგიონის უფლებამოსილებები მცირდება.

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მმართველ გუნდში. ერთ-ერთი განსახილველი თემა დღეს და სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზეც რეგიონის გერბის შეცვლის საკითხი იქნება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში