ვარშალომიძე მოსახლეობას შეხვდა

04 ივლისი 2016, 00:00 4492 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა. რეგიონის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ყოფილ პირველ ლედისთან ერთად ბათუმში დადიანის და მესხის ქუჩების კვეთაში მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ქალაქის შემოვლით გზაზე  ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთზე სამუშაოები შეჩერდა, ამასთან მიმდებარედ მრავალბინიანი კორპუსი ავარიულია  და მოსახლეობის ცხოვრება საფრთხის შემცველია.  

ამავე კატეგორიაში