ქედის მერია შესრულებული სამუშოების კონტროლს ამკაცრებს

07 მარტი 2018, 00:00 1773 ნახვა

ქედის მერია მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლს ამკაცრებს. მუნიციპალიტეტში სამ კომპანიას უკვე გადაეგზავნა ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნის წერილი. პრობლემატურია დაბა ქედაში აღმაშენებლის ქუჩის გაფართოვების, ცხმორისსა და მახუნცეთში მოსაცდელი და სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო კომპანიების წარმომადგენლებს ხარვეზის გამოსწორებისთვის  გონივრული ვადა მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.

ამავე კატეგორიაში