კენჭისყრა უსკოს ვაკანტურ პოზიციებზე ხვალ გაიმართება

04 ივლისი 2016, 00:00 3679 ნახვა

ხვალ კენჭი უნდა ეყაროს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატურებს. დეპუტატები ამბობენ, რომ პარმენ ჯალაღონია საჭირო ხმებს დააგროვებს, რაც შეეხება წევრებს კოალიციაში არ გამორიცხავენ, რომ სოფიო კახაძისა და მზიური შავაძის კანდიდატურები ჩავარდეს. ოპოზიციაში ნათესაურ კავშირებსა და მათ პოლიტიკურ წარსულზე საუბრობენ, რასაც მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან. 

ამავე კატეგორიაში