ხმაური ბიუროს სხდომაზე

04 ივლისი 2016, 00:00 3467 ნახვა

დღის წესრიგის საკითხს დღეს ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. გიორგი მასალკინის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბიუროს სხდომის დღის წესრიგში არ იყო შეტანილი ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა. მასალკინი დაინტერესდა რატომ არ იყო მსჯელობა ამ საკითხზე და რატომ არ იყვნენ დეპუტატები წინასწარ ინფორმირებულები ხვალინდელი დღის წესრიგის შესახებ. ავთანდილ ბერიძემ განმარტა, რომ საკითხების ნუსხას სხდომის მომწვევი განსაზღვრავს, ასევე საკითხების დასმა შეუძლია დეპუტატთა შვიდწევრიან ჯგუფსაც. 

ამავე კატეგორიაში