გიორგი კვირიკაშვილი: ''ვიზა-ლიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება''

08 მარტი 2018, 00:00 2447 ნახვა

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილმა ამ საკითხზე მოკლედ ისაუბრა. 

„ვიზალიბერალიზაციას არ ემუქრება საფრთხე, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უდიდესი სიკეთე,“- აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მაიზიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ამასთან, შვედეთის შს მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების კუთხით იდენტიფიცირებულია ოთხი ქვეყანა, რუმინეთი, ლიტვა, პოლონეთი და საქართველო.

ცნობილია რომ თავშესაფრის თხოვნით საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიას მიმართავს, ამასთან გაზრდილია კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თავიდანვე გამოთქვამდა მოსაზრებას ამ შესაძლო შედეგთან  დაკავშირებით – მაშინაც კი როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული უვიზო მიმოსვლის უფლება.

მიუნხენიდან დაბრუნებულ მიხეილ ჯანელიძეს დღეს ყველაზე ბევრჯერ სწორედ ვიზალიბერალიზაციაზე მოუხდა საუბარი – საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ კრიმინალებმა საქართველოს არ წაართვან სიკეთე, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია – რა იგულისხმება ამ ყველაფერში - რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, როგორია ექსპერტების რეკომენდაციები .

ამავე კატეგორიაში