მეწყერი ქედაში

10 მარტი 2018, 00:00 3625 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში. ბათუმი - ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო გზების სამსახურში გვითხრეს, რომ ვითარება შედარებით რთულია ქედის ცენტრთან ახლოს, ასევე სოფელ დანდალოსთან, სადაც საავტომობილო მიმოსვლა ცალმხრივად შეზღუდულია.

მათივე ინფორმაციით,  გზების გაწმენდა გუშინ ღამით დაიწყო, თუმცა განმეორებითი სტიქიის გამო სამუშაოები ისევ გრძელდება დამ ის დასრულებას დღის ბოლომდე ვარაუდობენ.    

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში