საზღვაო სფეროში არსებული პრობლემები-დისკუსია

04 ივლისი 2016, 00:00 4552 ნახვა

დისკუსია საზღვაო სფეროში არსებულ პრობლემებზე, განვითარების ერთობლივ სტრატეგიასა და ახალ იდეებზე - და ეს ყველაფერი განახლებულ ფორმატში. ''`სინქ ტანკ" სტატუსით საზღვაო სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები დღეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა შეკრიბა. მამუკა ახალაძის ინიციატივით ეს შემადგენლობა სამ თვეში ერთხელ შეიკრიბება და დარგის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელებს, ასევე მოხდება ინფორმაციის გაცვლა და ახალი კონრეტული ინიციატივების განხილვა. `სინქ ტანკის" ფორმატში პირველ შეკრებაზე ორგანიზატორებმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. ანალოგიურ ტიპის- `მრგვალი მაგიდის შეხვედრებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2013 წლიდან აწყობს. ამ დრომდე მხოლოდ 4 დისკუსიის მოწყობა მოხერხდა. ორგანიზატორები გეგმავენ, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრები ინტენსიური გახადონ. 

ამავე კატეგორიაში