ციხელაშვილის კომენტარი პრემიერის მიმართვაზე

10 მარტი 2018, 00:00 1817 ნახვა

დიდი პასუხისმგებლობით გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა რუსეთისადმი საქართველოს პრემიერის მიმართვა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, მძიმე ვითარება, რუსეთის ქმედებების გამო, 2008 წლიდან არის შექმნილი.

როგორც მინისტრი ამბობს, სწორედ ამ მძიმე ვითარების ტრაგიკული გამოვლინებაა არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება და მისი ცხედრის გადმოსვენების დროში გაჭიანურება. საქართველოს პრემიერ - მინისტრმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.

ამავე კატეგორიაში