დიოკნისის მოსახლეობის გზის რეაბილიტაციას ითხოვს

11 მარტი 2018, 00:00 2168 ნახვა

ცენტრალურ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას ითხოვენ სოფელ დიოკნისის მცხოვრებლები. მოსახლეობის ინფორმაციით,  ერთ თვეში მოიალაღეები მთებში მიდიან და ამორტიზებული გზა გადაადგილებაში ხელს შეუშლით. დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის განცხადებით,  ცენტრალურ მაგისტრალზე გზის კეთილმოწყობითი სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება. ამ ეტაპზე მოსახლეობისგან მიწის გამოსყიდვა მიმდინარეობს.

გზასთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებზე 3 მილიონამდე ლარია გაცემული. გზის მშენებლობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდილი“ შეასრულებს. თავდაპირველად გზის 29 კილომეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდება. მშენებლობას   ქუვეითის ფონდი აფინანსებს. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო საათნახევრით შემცირდება. 

ამავე კატეგორიაში