დემონტაჟი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა

11 მარტი 2018, 00:00 3707 ნახვა

ბათუმის ბულვარში მდებარე პოლიკლინიკის ყოფილი შენობის დემონტაჟი დაიწყო. მართალია ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ადგილი სადაც ათეული წლების მანძილზე პოლიკლინიკა ფუნქციონირებდა კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაა.

ამბასადორ - ბათუმი”, რომლის მფლობელიც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეა აქ გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა.  ახალი პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს  საზოგადოება “ბათომის’” დამფუძნებელი.  პროექტის თანახმად, სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში