ერთობლივი რეზოლუცია - უმრავლესობისა და უმცირესობის შეხვედრა

12 მარტი 2018, 00:00 1868 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ერთობლივი რეზოლუციის შემუშავების მიზნით, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის საათზე მეტია მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უნდა გაირკვეს, მოხდება თუ არა რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე შეჯერება. პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია ინიცირებული, რომელთაგან ერთის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობაა, ხოლო მეორე - საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა.

ორ დოკუმენტს შორის მთავარი განმასხვავებელი ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა და ამ სიაში შეყვანილი ადამიანების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციის დაწესებაა. 

ამავე კატეგორიაში