რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატი - გამოხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე

12 მარტი 2018, 00:00 2492 ნახვა

„გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება, რომელიც რთულ მომენტში გაკეთდა, მოითხოვს რუსეთის მხრიდან, რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მეტ ჩართულობას“ – ასე შეაფასა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა პრემიერის მიერ რუსეთისადმი გაკეთებული შეთავაზება ერთობლივი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით. უკვე მეოთხე დღეა ამ მიმართვის გამო აქტიურად აკრიტიკებს პრემიერს ოპოზიცია, მას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებენ, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ წერილს საერთაშორისო თანამეგობრობაც დაუჭერს მხარს.

დღესვე განცხადება გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილისთვის გაუგებარია აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგზე მზაობის შესახებ ოპოზიციის კრიტიკული კომენტარები, განსაკუთრებით იმ ნაწილის, რომლებიც თავად იყვნენ ჩართულნი სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც 2010 წელს მიიღეს.

რაც შეეხება ჟენევის ფორმატში მონაწილეობის დონის აწევას, ციხელაშვილის თქმით, ჟენევის პროცესში მონაწილეობის დონის გაზრდის შესახებ წინადადების დატვირთვა ძალიან მაღალია, ვინაიდან ქართული მხრიდან ეს არის გამოკვეთილი მზაობა, რომ ეს ფორმატი კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და უშუალოდ კონფლიქტის დარეგულირებისკენ გზების გამოძიებისკენ იყოს მიმართული.

როგორ შეაფასეს ექსპერტებმა შეთავაზებული პირდაპირი დიალოგი და ერთობლივი ნაბიჯები? რას მოუტანს საქართველოს და რა იგულისხმება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებაში? 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში