სახიფათო გაზქურა საბავშვი ბაღში

12 მარტი 2018, 00:00 3301 ნახვა

სიცოცხლისთვის სახიფათო გაზქურა საბავშვო ბაღში – დოლოგნის ბაღში არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ ბაღების გაერთიანება თავად იტყობინება და გამარტივებულ, სასწრაფო შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

ნებართვა უკვე მიიღეს და ახალ გაზქურას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაამონტაჟებენ. წერილი რომელიც გაერთაინებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა ვკითხულობთ: “არის საშიშროება გაზის აფეთქების, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ბაღის პერსონალს ასევე იქ მყოფ აღსაზრდელებს”.

საჭიროების წინაშე გაერთიანება ერთი თვის წინ დადგა, პირველი ტენდერი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა, 2 თებერვალს გამოცხადდა. ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ რომ სახიფათო გაზქურა მალევე ჩაანაცვლეს დროებითით, თუმცა კონკრეტულად როდის ამას არ აკონკრეტებენ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში