გოდერძზე მიწის ნაკვეთების ნაწილი მთავრობას საკუთრებაში გადაეცა

13 მარტი 2018, 00:00 2082 ნახვა

 ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ არსებული 3 ათას 580 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადაეცა. საკითხს ხულოს საკრებულოს სხდომაზე დეპუტათა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, რაც  ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების  პროტესტის მიზეზი გახდა.

ოთარ შაინიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობამ აღნიშნული ტერიტორია მიზნობრივად ვერ გამოიყენა. ბრალდება ხულოს მერიაში უსაფუძვლოდ მიაჩნიათ. გოჩა მელაძის განცხადებით, კურორტ გოდერძის განაშენიანების გეგმის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე ტურისტების მოსაზიდად ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში