არაკონსტრუქციულს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე რუსული მხარის პასუხს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაზე

13 მარტი 2018, 00:00 2171 ნახვა

არაკონსტრუქციულს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე რუსული მხარის პასუხს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაზე. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს პრაგმატული მიდგომა. საუბარია გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მმართველი გუნდი იმედს ჟენევის  მოლაპარაკების  ფორმატზე ამყარებს და ფიქრობენ, რომ ეს  არის საუკეთესო ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს პოლიტიკას უწუნებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში