ენმ: ”ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა დასრულებული არ არის”

13 მარტი 2018, 00:00 2362 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ მერიამ ანგისის დასახლებაში , სპორტული ბაზის მშენებლობის მიღება- ჩაბარების აქტი გასული წლის დეკემბერში სამშენებლო სამუშაობის დასრულებამდე ჩაიბარა.  თუმცა ამ დრომდე მწვანე საფარი და შენობა მზად არ არის და სამუშაობი მიმდინარეობს.  დუმბაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის ,, დინამოს’’ თამაში ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე  მოუწია და არა ანგისაში აშენებულ ბაზაზე. მისივე თქმით,  უკვე მიმართეს პროკურატურას, რომ გამოიძიონ ბაზის მშენებლობის საკითხი, თუ რატომ ჩაიბარა სპორტული ბაზა მერიამ დასრულებამდე.

მერიაში კი განაცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავიშრებით არაერთხელ უპასუხეს, ამიტომ კომენტარს აღარ აკეთებენ. 8 თებერვლას  გაკეთებულ განცახდებაში წერია, რომ ,, სპორტულ ბაზაზე პროექტით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია. ბაზის შენობა ჩაბარებულია ყველა საჭირო პროცედურის დაცვით და სამუშაოების შესრულების ხარისხიანობა დადასტურებულია სამხარაულის ექპეტიზის ბიუროს მიერ.

 

 

ამავე კატეგორიაში