საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებისთ ოკუპირებულ აფხაზეთში ზუგდისის მკვიდრი დააკავეს

14 მარტი 2018, 00:00 1969 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი და აფხაზი ე.წ. მესაზღვრეების მიერ ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ზუგდიდის მკვიდრი, 1984 წელს დაბადებული გიორგი ზარანდია გალის რაიონში, “საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია თვითაღიარებული უწყების ვებგვერდზე ვრცელდება. გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება უკვე დაიწყო.

ამავე კატეგორიაში