გზავნილები  შეერთებული შტატებიდან 

14 მარტი 2018, 00:00 1749 ნახვა

ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადება და არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხები იყო მთავარი განხილვის თემა საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტისას. შეხვედრები კონგრესში, სენატსა და  ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება. მან მადლობა გადაუხადა სენატორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის  საკითხებში მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტის განცხადებით, ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლა შეჩერებულია გაყინული კონფლიქტების გამო, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აქვს. რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან მიმართებაში საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას.

ამავე კატეგორიაში