შეზღუდვები და არა აკრძალვები  ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში 

14 მარტი 2018, 00:00 2187 ნახვა

ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის შესახებ დოკუმენტის საჯარო განხილვები დაიწყო. სპეციალისტებისა და მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით პირველი შეხვედრა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება შეზღუდვები, რომლებიც სამშენებლო პროექტის მასშტაბებსა და კონცეფციას ეხება. მშენებლობამ ისტორიული და ფონური განაშენიანების იერ-სახე არ უნდა შეცვალოს.

რაც შეეხება უკვე გაცემულ ნებართვებს, მერიაში ამბობენ, რომ კიდევ 3 დოკუმენტია დამტკიცებული, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა. ახალი რეგულაციები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩებიდან ზღვის მიმართულებით ტერიტორიაზე გავრცელდება. საჯარო განხილვების შემდეგ დოკუმენტი დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს გადაეცემა. შემდეგი ეტაპზე კი ის საქართველოს ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარედგინება. ბათუმის მერიის დაკვეთით გეოგრაფიკმა მოამზადა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში