საკონსტიტუციო ცვლილებებს უმაღლესი საბჭო მეორე მოსმენით ამ კვირაში განიხილავს

14 მარტი 2018, 00:00 1752 ნახვა

აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დღეს კიდევ ერთხელ განიხილეს. შეხვედრა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ორგანიზებით  გაიმართა.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, შეხვედრის მიზანი იყო პირველი  მოსმენის  შემდეგ  მიეღოთ პასუხი  რამდენად აისახა პროექტში მოსახლეობის და პოლიტიკოსების   შენიშვნები.

კონსტიტუციონალისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შენიშვნები დღევანდელ  შეხვედრაზეც  დააფიქსირეს. ისინი ძირითადად საარჩევნო სისტემას, ასევე  რეგიონის განსაკუთრებულ  გამგებლობას  მიკუთვნებული სფეროების ჩამონათვალის  შემცირებას აპროტესტებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეგიონის კომპეტენციები არ შესუსტებულა და სფეროები სხვადასხვა სახელისუფლებო შტოზე სამართლიანად გადანაწილდა.

ამავე კატეგორიაში