ვის გადაეცემა რესპუბლიკური საავადმყოფო სამართავად?

14 მარტი 2018, 00:00 4110 ნახვა

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილია – ცნობილი ხდება რომ, აქამდე არსებული შესაძლო გეგმა აღარ განხორციელდება და სამედიცინო დაწესებულებას მართვის უფლებით კერძო კომპანიას აღარ გადასცემენ, საავადმყოფო ცენტრალიზებულ მართვაში გადავა. ცენტრალური სამინისტრო განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს, ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მართვის რა ნაწილში დარჩება მონაწილეობის უფლება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს.

როგორც ცნობილია გასული წლის მიწურულს 350 ექიმის ხელმოწერით შევიდა წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ისინი საავადმყოფოში კერძო კომპანიის შესაძლო შესვლას აპროტესტებდნენ. მედიკოსები კომენტარისგან თავს იკავებენ, პროტესტს ღიად გამოხატავს მხოლოდ ერთი ექიმი - ბენო ჭელიძე. აღსანიშნავია რომ გასულ წელს საავადმყოფოს კერძო კომპანიისთვის მართვაში გადაცემის საკითხს არც მინისტრი ზაალ მიქელაძე გამორიცხავდა. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში