წყლის პრობლემა სოფელ გეგელიძეებში

15 მარტი 2018, 00:00 1882 ნახვა

სოფელ გეგელიძეების მოსახლეობა წყლის რესურსის სიმცირეზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში წყლის სისტემის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა ამით მეორე უბნის მოსახლეობა დაზარლდება, რადგან წყალის არათანაბრად გადანაწილდება.

არსებული პრობლემის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით ადგილობრივებმა მერიას წერილით მიმართეს. მოსახლეობას ქედის მერი შეხვდა და წყლის სისტემის თანაბარი განაწილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მშენებლებთან ერთად გააცნო.

გასულ წელს არსებული წყლის დებეტის მოსახლეობისთვის თანაბრად გადანაწილების მიზნით გეგელიძეებში 5 გამანაწილებელი ჭა და წყლის მაგისტრალი ქვედა უბნის მაცხოვრებლებთან გაიყვანეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 56 ათასი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს, დაგეგმილია ძველი მაგისტრალის რეაბილიტაცია და დამატებითი ავზების მშენებლობაც. 

ამავე კატეგორიაში