შუახევში ზებრა გადასასვლელებს ხაზავენ

15 მარტი 2018, 00:00 3188 ნახვა

შუახევი-ხიჭაურის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის  10 ლოკაციაზე ზებრა გადასასვლელის დახაზვა მიმდინარეობს. ამავე მონაკვეთზე დაგეგმილია სიჩქარის შემზღუდავი 40 საგზაო ნიშნის და  ორი ციმციმა გამაფრთხილებლის განთავსებაც.

პროექტი შუახევის მერიის ინიციატივით ხორციელდება. სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში განმარტავენ, რომ მიმართვის შემთხვევაში სიჩქარის შემზღუდავი ბანერები და დაიხაზება ზებრა გადასასვლელები სხვა მუნიციპალიტეტშიც  დამონტაჟდება.

ამავე კატეგორიაში