ვინ განკარგავს ბიბლიოთეკებს -ადგილმონაცვლეობით გამოწვეული ზარალი

15 მარტი 2018, 00:00 2384 ნახვა

გაუქმებული ათობით ბიბლიოთეკა და აღდგენილი მხოლოდ 7. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად 2006-2007 წლებში შუახევის ყველა სოფლის ბიბლიოთეკა გაუქმდა და საჯარო სკოლებს დაექვემდებარა, თუმცა ოთახების სიმცირის გამო წლების განმავლობაში წიგნების ადგილმონაცველობით მათი ნაწილი დაზიანდა.

შუახევის მერიამ საკუთარი ბიუჯეტით ორი წლის წინ სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასოფლო ბიბლიოთეკების აღდგენა დაიწყო. “მთავარის” გადამღები ჯგუფი ზამლეთის თემის სოფლის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, სადაც ერთ პატარა ოთახში 500 წიგნი დახვდა, აქ არც სამკითხველო დარბაზია და არც ინტერნეტი.

რაც შეეხება სასკოლო ბიბლიოთეკებს ფურტიოს ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდი საკმაოდ დიდია, თუმცა ნაწილი ნესტის გამო დაზიანებულია. შუახევის მერიაში განმარტავენ რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში სასოფლო ბიბლიოთეკებს წელსაც გახსნიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში