ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნას წარადგენს

16 მარტი 2018, 00:00 1611 ნახვა

ვენეციის კომისია დღეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნას წარადგენს. კომისიის პლენარულ სხდომას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრება. თამარ ხულორდავას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საქართველოს ექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებსა და ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებს. 

ამავე კატეგორიაში