რეზოლუცია ტატუნაშვილის საქმეზე - უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმება შედგა

16 მარტი 2018, 00:00 1881 ნახვა

,,პარლამენტი მიიღებს  ძლიერ რეზოლუციას პრინციპული დებულებებით და მასში გათვალისწინებული იქნება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც,”-განაცხადა  - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.  მამუკა მდინარაძის  თქმით, ეს რეზოლუცია იქნება გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.”ევროპული საქართველოს” წევრ სერგი კაპანაძის თქმით, ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე. რეზოლუციას პარლამენტი სავარაუდოდ  მომავალ კვირაში მიღებს.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და გადმოსვენების საკითხზე შეფასება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი გამოხატავს შეშფოთებას დიპლომატიური თანამშრომლობის ფარგლებში. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში