18 ობიექტი ძეგლის სტატუსის მოლოდინში

17 მარტი 2018, 00:00 2118 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის  სტატუსის მისანიჭებლად  აჭარაში 18 ობიექტი გამოვლინდა. მათ შორისაა  მწვანე კონცხზე არსებული  ყოფილი სანატორიუმი აჭარა და ყოფილი  პიონერთა  ბანაკის შენობა , ასევე სოფელ ჩიქუნეთში  შუა საუკუნეების  მარანი,   ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩაზე  არსებული ე.წ. კუკუშკა და სხვა. ობიექტებს ძეგლის სტატუსი  უკვე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიანიჭოს. სააგენტოს ერთი ობიექტი, ,ბათუმში  გორგასლის  21 ნომერში  მდებარე საცხოვრებელი სახლი  განსახილველად უკვე გადაეგზავნა.

სააგენტო  შეაფასებს  ობიექტების ღირებულებას  რის შემდეგაც გადაწყდება მიენიჭება თუ არა მათ ძეგლის სტატუსი. გამოვლენილი   შენობების  შესახებ აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაცია   ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს.

ამავე კატეგორიაში