კონსულტაციები განსახლების საკითხზე

17 მარტი 2018, 00:00 2072 ნახვა

სოფელ კობალთის მცხოვრებლებსა და ხელისუფლებას შორის განსახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, მოსახლეობას ხელისუფლება სოფლიდან განსახლებისთვის კომპენსაციას სთავაზობს, ომარ ტაკიძის განმარტებით საკომპენსაციო თანხა უცნობია.

ოჯახების მდგომარეობა გეოლოგებმა რამდენჯერმე შეისწავლეს, დასკვნის მიხედვით, მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სახლებამდე მისასვლელი გზა უამინდობის დროს ისევ დაიმეწყრება. სოფელ კობალთაში წუმპოს მთა გასულ წელს ჩამოიშალა, რამაც საფრთხე კობალთის და ერდუათის მოსახლეობას შეუქმნა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში