დაზიანებულის ნაცვლად ახალი სარკეები გზებზე

17 მარტი 2018, 00:00 2125 ნახვა

ვაიოს, გეგელიძეებისა და ზენდიდის საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების სარკეები დამონტაჟდება. აჭარის საგზაო დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტმა შესაბამისი ინვენტარი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიაწოდოს.  დეპარტამენტი სულ 80 ცალ სარკეს შეიძენს, რომელიც ქედის შუახევისა და ხულოს საავტომობილო გზებზე განთავსდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში