შეხვედრა ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრებთან

17 მარტი 2018, 00:00 2256 ნახვა

ბათუმის პორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ ამერიკული ხომალდის  კაპიტანი და  სხვა  ოფიციალური პირები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში  მივიდნენ.   სტუმრებს   ზურაბ პატარაძემ და ქალაქის  მერმა,  ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს.   რეგიონში მიმდინარე მსხვილი პროექტებისა და საერთაშორისო   დონის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ამერიკელ სამხედროებს მთავრობის თავმჯდომარემ  მიაწოდა.

  შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში,ხაზი გასევა ასევე   ნატო-ს ეგიდით შავი ზღვის რეგიონში  სამხედრო ხომალდების რეგულარული   ვიზიტების მნიშვნელობას.ხვალ გემზე ოფიციალური მიღება გაიმართება , მოგვიანებით კი  ამხანაგური მატჩები  ფეხბურთსა და  კალათბურთში ამერიკელ  მეზღვაურებსა და  სანაპირო დაცვის სამსახურის  თანამშრომლებს შორის.შეერთებული შტატების ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს  20 მარტს   დატოვებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში