ეკონომიკის სამინისტროს განცხადება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე

18 მარტი 2018, 00:00 1749 ნახვა

გუდაურში ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძილეს“ სადგურზე საგამოძიებო - კვლევით სამუშაოებს კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები მხოლოდ მას შემდეგ ჩაატარებენ, როდესაც პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან - ეს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაა.

როგორც განცხადებაში წერია სამინისტრო ექსპერტების დასკვნას ელოდება, რომელიც აბსოლუტურად მიუკერძოებელი უნდა იყოს. შეგახსენებთ, 16 მარტს სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 11 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში