პატარაძე ბორდის წევრობის კანდიდატის ლობირებაზე

18 მარტი 2018, 00:00 2128 ნახვა

“ბესიკ ლილუაშვილი არის ღირსეული ადამიანი და დარწმუნებული ვარ ის ღირსეულად უპასუხებს იმ გამომწვევებს, რომელიც მის წინაშე დგას”- აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძე  ლობირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა  და განაცხადა, რომ  ბორდის წევრობის სურვილი თავად ბესიკ ლილუაშვილმა გამოთქვა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს. 

შეგახსენებთ, ოპოზიცია აცხადებდა, რომ ლილუაშვილის ბორდის წევრობის კანდიდატად წარდგენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო, მიზანი კი  მედიაზე ზეგავლენის მოხდენაა. უმაღლესმა საბჭომ ბორდის წევრობის 12 კანდიდატიდან ბესიკ ლილუაშვილი აირჩია. უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანო სავარაუდოდ მომავალ სასესიო კვირაში დაამტკიცებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში