ხანძარი წაბლანაში - ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი

18 მარტი 2018, 00:00 3440 ნახვა

დამწვარი სახლი და ავტომანქანა. ხულოში დავითაძეების ექვსწევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ისინი სამ მცირეწლოვანთან ერთად ღამეს მეზობლებთან გაათევენ. სოფელ წაბლანაში საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. მათი ვარაუდით ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროგაყვანილობა იყო. დავითაძეებმა ვერც საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა შეძლეს.

ხულოს მერიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დოკუმენტაცია მზადდება, რის შემდეგაც პირველ ეტაპზე ოჯახს ქირით გაიყვანენ. ხოლო შემდეგ 10 ათასი ლარი გადაეცემათ. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში