რით ეხმარებიან ხულოში შეჭირვებულ ოჯახებს?

18 მარტი 2018, 00:00 1949 ნახვა

10-მა ოჯახმა ისარგებლა იანვრიდან დღემდე პროგრამით ხულოში, რომელიც შეჭირვებულ ოჯახებს გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერად დახმარებას გულისხმობს. ბიუჯეტიდან პროგრამისთვის 3 ათასი ლარი დაიხარჯა. ერთჯერადი დახმარების სახით ასევე 300 ლარს იღებენ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლებია. 

გასულ წელს პროგრამისთვის 23 ათას 900 ლარი იყო გაწერილი და 18 ათას 900 ლარი 63 ოჯახს მოხმარდა, დარჩენილი თანხა კი სხვა სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა. წელს ბიუჯეტი 23 ათას ლარს შეადგენს და ბენეფიციართა მიმართვიანობის საფუძველზე შესაძლოა აღნიშნული თანხა ბიუჯეტის ცვლილების დროს გაიზარდოს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში