პარკირების პრობლემა

18 მარტი 2018, 00:00 2334 ნახვა

პარკინგის მოწყობას ითხოვენ ხულოში საკრებულოს დეპუტატები.მმართველი და ოპოზიციური პარტიების წევრთა განცხადებით პრობლემა უკვე წლებია რაც არსებობს.

დაბის ცენტრში არც  ავტომობილების გასაჩერებელი შესაბამისი ნიშნულებია დამონტაჟებული და არც ზებრა გადასასვლელებია. ხულოს მერი ამბობს, რომ  საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია და პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში