საგარეო უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეფასებას ითხოვს

18 მარტი 2018, 00:00 1866 ნახვა

უკანონოს უწოდებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც ძირს უთხრის სამართალსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ოკუპირებულ რეგიონში 33 საარჩევნო უბანია გახსნილი.

ამავე კატეგორიაში