ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები

19 მარტი 2018, 00:00 2165 ნახვა

შუახევში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა. შუახევის მუნიციპალიტეტში, შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.

ავტომანქანების მძღოლებმა, ხე-ტყის წარმოშობის სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს. ავტომანქანები დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ამავე კატეგორიაში