სატვირთო ავტომობილი მდინარეში ჩავარდა

19 მარტი 2018, 00:00 2415 ნახვა

ქედაში, სოფელ დოლოგანში სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. ავტომანქანა ინერტული მასის დასატვირთად აჭარისწყლის ნაპირზე მოძრაობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წყალში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შშს-ს ინფორმაციით გამოძიება არ დაწყებულა, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიწერა.

ამავე კატეგორიაში