რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ

19 მარტი 2018, 00:00 2066 ნახვა

15 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ პარლამენტს არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი უნდა წარუდგინოს, საუბარია„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“.  რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიას ითვალისიწნებს.

რეზოლუციის პროექტი უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებული ვარიანტია. პროექტზე მუშაობა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაგრძელდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში