არჩილ ტატუნაშვილთან მომზადებული რეზოლუციის პროექტს პარლამენტი 21 მარტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის

19 მარტი 2018, 00:00 1632 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილთან მომზადებული რეზოლუციის პროექტს პარლამენტი 21 მარტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

პროექტი უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებული ვარიანტია. დოკუმენტზე მუშაობა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში