დეპუტატი ოპონენტებზე: პოლიტიკური ჭორიკნები და ფოსტალიონები

21 მარტი 2018, 00:00 2448 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიზანმიმართული პოლიტიკური ჭორაობა აქვთ გამართული", აცხადებს  უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრი ლადო მგალობლიშვილი და ოპონენტებს,  ბოლო 10 დღის განმავლობაში, ხელისუფლების მიზანმიმართულ და უსაფუძვლო დისკრიმინაციულ კამპანიაში ადანაშაულებს. 

"ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ თითქოს მერიოტის მშენებლობა ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა მინდა წარმოვადგინო 5 მარტს მერიის მიერ გაცემული ნებართვა, კომპანია მიწისქვეშა პარკინგს კანონიერად აშენებს.  ასევე, იყო ბრალდებები, რომ კორუფციული გარიგების გამო, მათთვის პირგასამტეხლოს გადახდის გადავადება მოხდა. პირგასამტეხლოს ვადების გადაწევა ხდებოდა ყოველთვის, ეს ცნობილი პრაქტიკაა, მაგალითად შემიძლია ყაზახების მიერ 21 ობიექტის შესყიდვის შესახებ ვისაუბრო, ნაციონალური მოძრაობის დროს განხორციელდა ეს ინვესტიცია, თუმცა ორ კვირაში შევიდა ხელშეკრულებაში ცვლილება და  21 ნაცვლად 1 აშენებული ობიექტი მივიღეთ მაშინ ამ კომპანიისგან, თუმცა ფაქტია პირგასამტეხლო არ გადაუხდია. ასევე, მინდა ვახსენო კომპანია, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ანთაძე მუშაობს, ამ კომპანიასაც გადაუვადეს პირგასამტეხლოს გადახდა და მათაც ფული გადაუხადეს ამისთვის მთავრობას" - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

მგალობლიშილმა სხდომაზე არ დასწრების გამო  ოპონენტებს ფოსტალიონები უწოდა: " აქ კი არ აყენებენ საკითხებს მსჯელობისთვის, ფაქტების არარსებობის გამო ქუჩაში დადიან იქეთ-აქეთ ფოსტალიონებივით".

მოგვიანებით   ფოსტალიონების პროფესიის დამცირების გამო კოლეგისგან შენიშვნა მიიღო და მისივე რეპლიკის გამოსწორება სცადა -"ამ პროფესიას პატივს ვცემ და მისი დაკნინება არც მიფიქრია" - განაცხადა დეპუტატმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში