არჩილ ტატუნაშვილს შაბათს სამხედრო წესით დაკრძალავენ

21 მარტი 2018, 00:00 1909 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო წესით დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპატიო ყარაული უკვე სოფელ წილკანშია. გარდა ამისა, ტატუნაშვილის დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო გაიღებს. არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, სოფელ ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

26 დღიანი ლოდინის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს გუშინ საღამოს გადმოსცა. მათ, ქართულ მხარეს დოკუმენტებიც გადმოსცეს- ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, ექსპერტიზის დასკვნას ქართული მხარე არ ენდობა. 

ამავე კატეგორიაში